სიახლეები
ლეჩხუმში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ
ა/ა/იპ ,,ქალთა,ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის"ცენტრის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ლეჩხუმში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.
სასკოლო ნივთები და ჩანთები ბავშვებს ოჯახებში გადასცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გუგავამ, ა/ა/ იპ ,,ქალთა,ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის" ცენტრის ხელმძღვანელმა მარინე სვანიძემ.
საჩუქრები სულ 137-მა მოსწავლემ მიიღო.
სოციალური პროექტი განხორციელდა ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დელეგირებული თანხებით და დაფინანსდა მიზნობრივი ტრანსფერის საშუალებით, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით.


