სიახლეები
სექტემბერში ცაგერის სამუსიკო სკოლამ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბათუმში ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსში
სექტემბერში ცაგერის სამუსიკო სკოლამ (დირექტორი რუსუდან ყურაშვილი) მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბათუმში ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვირტუოზი პიანისტი ელისო ბოლქვაძე.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო ბათუმის, ქუთაისის, თბილისის, ერევნის, ფოთის და ცაგერის სამუსიკო სკოლებმა. სულ მონაწილეობდა 30 პიანისტი.
ცაგერის სამუსიკო სკოლიდან მონაწილეობდა მეექვსე კლასის მოსწავლე თამარ ქურასბედიანი (პედაგოგი ჟენია ბობოხიძე), რომელმაც სხვა მოსწავლეებთან ერთად დაიმსახურა მადლობა და სიგელი.
აღსანიშნავია, რომ არდადეგების პერიოდში პედაგოგის და ბავშვის დაუღალავი შრომით მოხერხდა ამ დიდ კონკურსში მონაწილეობის მიღება და წარმატება.
კონკურში სკოლამ მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით მიიღო.
ვულოცავთ ცაგერის სამუსიკო სკოლას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ!


