სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში ტრენინგები გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, რეგიონებში სამდღიან ტრენინგებს - „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“კვლავ განაგრძობს.
 აღნიშნული შეხვედრები, რომლებიც თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების ე.წ. CLLD მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად, ცაგერის მუნიციპალიტეტში 26 ივნისს დაიწყო და გრძელდება.
ტრენინგის მონაწილეებმა თვითმმართველობის სამართლებრივ და სამოქალაქო ბიუჯეტირების საფუძვლებზე, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე, თემის მობილიზების ტექნიკასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.
ტრენინგს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიორგი მახათაძე და მიხეილ მეშველიანი,მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ტრენინგების სერია, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჯგუფებისთვის და თემის ლიდერებისთვის ეწყობა, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

სიახლეები