სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში საქართველოს ,,წითელი ჯვრის'' საზოგადოების მიერ, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შემოტანილი ჰუმანიტარული ტვირთი გაანაწილეს
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, მარიკა კოპალიანთან და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარესთან, ონისე ჩაკვეტაძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში საქართველოს ,,წითელი ჯვრის'' საზოგადოების მიერ, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შემოტანილი ჰუმანიტარული ტვირთი გაანაწილეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ,,წითელი ჯვრის" საზოგადოების წარმომადგენელთან- ანა ჭაბუკიანთან ერთად, ოჯახებში გადასცეს ჰუმანიტარული პაკეტები სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს.