სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ლენტეხის და ცაგერის მიტროპოლიტმა სტეფანემ

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ლენტეხის და ცაგერის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
აღსანიშნავია, რომ ტაძრის მშენებლობა ბიზნესმენ სერგო ხაბულიანის ქველმოქმედებით განხორციელდა, ახლახანს კი, მისი თაოსნობით, ფრესკებით მოიხატა ტაძრის სრული ინტერიერი.
წირვას მრევლთან ერთად ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილე-ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-მარიკა კოპალიანი,გიორგი გუგავა.
დილიდან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, სოფელ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარშიც მოილოცეს.
სრულიად საქართველოს გილოცავთ ღვთისმშობლობას,
დედა ღვთისმშობლის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს!

სიახლეები