სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ წიფერჩში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ წიფერჩში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებულია გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, ასევე, სანიაღვრე არხების მოწყობა.
შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა, საკრებულოს სივრცითი დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ მამუკა ხაბულიანმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 158 158 ლარია და მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სიახლეები