სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში მიმდინარეობს ჩამდინარე წყლის სისტემის (კანალიზაციის) და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში მიმდინარეობს ჩამდინარე წყლის სისტემის (კანალიზაციის) და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 401 964 ლარია.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების და კოორდინირების სამსახურის უფროსმა ლევან ცხვედიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გაესაუბრნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთათვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება.

სიახლეები