სიახლეები

დღეს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა

დღეს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა.
ლეჩხუმს აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომებში დაღუპული თექვსმეტი გმირი ყავს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გაწირეს სიცოცხლე.
გმირების მემორიალი სოფელ ჩხუტელში ყვავილებით შეამკეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილეებმა-რეზო ხეცურიანმა, მარიკა კოპალიანმა, გიორგი გუგავამ, სამხედრო პირებმა, მოქალაქეებმა.
ლეჩხუმის საზოგადოებამ პატივი მიაგო გმირების უკვდავ ხსოვნას.

სიახლეები