სიახლეები

ცაგერის მრავალპროფილიან სპორტულ კომპლექსში ჩატარდა ქართულ ჭიდაობაში კობა ქომეთიანის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი

ცაგერის მრავალპროფილიან სპორტულ კომპლექსში ჩატარდა ქართულ ჭიდაობაში კობა ქომეთიანის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი 2013- 2014 და 2015 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის.
კობა ქომეთიანი გახლავთ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, რესპუბლიკური კატეგორიის არბიტრი, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელი, სპორტის ოსტატი, ცაგერის კომპლექსური სპორტული სკოლის დირექტორი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მუნიციპალიტეტების თხუთმეტმა გუნდმა.
შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა ცაგერის კომპლექსური სასპორტოს სკოლის გუნდმა, წონითი კატეგორიების მიხედვით ჩემპიონები გახდნენ: ილია ცხვედიანი, გიორგი გიგანი და სანდრო ქომეთიანი. მეორე ადგილი დაიკავა ნიკოლოზ ზურაბიანმა, მესამე ადგილი- ლუკა ქომეთიანმა.
სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და დაბადების 50 წლის იუბელაესთან დაკავშირებით, კობა ქომეთიანი დაჯილდოვდა მუნიციპალიტეტის საპატიო სიგელით.
სპორტულ ღონისძიებაზე ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგენენ ანსამბლ ,,ლეჩხუმის" მოცეკვავეები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი - გელა ბერუაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავჯდომარე -ჭაბუკი ჭაბუკიანი, საქართველოს რვაგზის ფალავანი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ძიუდოში ვეტერანთა შორის -ალექსი დავითაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში- ვალერი პარუნაშვილი, მსოფლიო პრიზიორი და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ვეტერანთა შორის-გიორგი მოდებაძე.

სიახლეები