სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ ახალგაზრდებს ადმინისტრაციაში უმასპინძლა

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ ახალგაზრდებს, რომლებიც 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში გადიან ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
ახალგაზრდებთან შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი- გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან, ბერდია ჩანქსელიანთან, ალუდა თუთისანთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტაჟიორებს გააცნეს პროგრამის მიმდინარეობა, ისაუბრეს, როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ისე მუნიციპალიტეტების მერიების სტრუქტურასა და მუშაობის სპეციფიკაციაზე. შეხვედრის დასასრულს კი ახალგაზრდებს წარმატებები და სტაჟირების პროგრამის შედეგიანი დასრულება უსურვეს.
‘’ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდებს კარიერული განვითარებისა და სამუშაო გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივა, რომლის კოორდინაციასაც ჩვენ თვითმმართველ ერთეულებსა და ადმინისტრაციაში ვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ სტაჟიორს ეყოლება თავისი მენტორი და სტაჟირების დასასრულს ისინი მიიღებენ შესაბამის დახასიათებას. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, დღეს ახალგაზრდებთან, ვისაუბრეთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მერიების სტრუქტურასა და მუშაობის სპეციფიკაზე, ასევე გავაცანით სტაჟირების პროგრამის მიმდინარეობა.’’ განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარველიძემ
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები, რომლებმაც უკვე შეავსეს შესაბამისი განაცხადები და გაიარეს გასაუბრების ეტაპი 2024 წლის სექტემბრიდან უკვე გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.

სიახლეები