სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პაპუნა მარგველიძის და გოჩა ენუქიძის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პაპუნა მარგველიძის და გოჩა ენუქიძის ხელმძღვანელობით, ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა, რაჭაში, რთველის მიმდინარეობის პროცესის განხილვით დაიწყო.
ამ ეტაპზე, 30 სექტემბრის დილის მონაცემებით სულ გადამუშავებულია 1483 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი კი 2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 50-ზე მეტი ღვინის კერძო კომპანიაა ჩართული. აღსანიშნავია, რომ წელს განსაკუთრებულად მაღალია ყურძნის ხარისხი.
თათბირის მიმდინარეობისას, ასევე ყურადღება გამახვილდა ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე და დაიგეგმა ამ მხრივ, უმოკლეს პერიოდში, გასატარებელი ღონისძიებები. სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა დეტალური ინფორმაციები მიმდინარე პროცესებისა და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და გაეცნო მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების მიერ წარმოდგენილ საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, მოხდა სამუშაოების მიმდინარეობის ხარვეზების იდენტიფიცირება და დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.
მერებთან და საკერებულოს თავმჯდომარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - ბერდია ჩანქსელიანი ,ალუდა თუთისანი, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი- ლევან ცხვედიანი, აპარატის უფროსი- მარიკა დვალი ესწრებოდნენ.

სიახლეები