სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანმა, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანმა, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, გაეცნენ სოფლებში არსებულ საჭიროებებს და გამოწვევებს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა კონკრეტული დავალებები გასცა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.