სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ზედა აღვში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და წყალსადენის მოწყობის მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით გაესაუბრნენ
ცაგერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ზედა აღვში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და წყალსადენის მოწყობის მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით გაესაუბრნენ.წყლის ახალი სისტემა მოსახლეობას ხარისხიანი სასმელი წლით უზრუნველყოფს, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სოფლისთვის.
პროექტის ფარგლებში ეწყობა ახალი მაგისტრალი, სათავე ნაგებობა, რეზერვუარი, სადეზინფექციო სისტემა.
სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა, საკრებულოში სოფელ აღვის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ჭაბუკიანმა
პროექტის ღირებულება 307 717 ლარია და მისი განხორციელება დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.