სიახლეები

ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ ცაგერში ტრენინგი ჩაატარა

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონულმა ჰაბმა, ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ 2019 წლის 24 ივნისს, ცაგერის მუნიციპალიტეტში პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" - ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგი თემაზე - "ახალგაზრდების მონაწილეობა";
სატრენინგო მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

სიახლეები