სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,მწვანე თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,მწვანე თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
პროექტით გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის: სცენის, ლითონის ვიტრაჟების, საგრიმიორო ოთახების მოწყობა.
მიმდინარეობს სველი წერტილების, არსებული ბილიკების, წყალმომარაგების სისტემის განახლება. შესასვლელში მოეწყობა ლითონის ახალი დეკორატიული ჭიშკარი.
ამ ეტაპზე ხორციელდება ხიდიდან ,,მწვანე თეატრამდე" მისასვლელი გზის ბეტონით მოწყობის სამუშაოები, აგრეთვე, მზადდება ლითონის კონსტრუქციები.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის მოადგილემ- ალუდა თუთისანმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსმა- ლევან ცხვედიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა- რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ- ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 357 797 ლარია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.