სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 64 770 ლარს.
სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის სოფლებში ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
სპორტული მოედნის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის გათვლისწინებით ხორციელდება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.