სიახლეები
ცაგერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დარბაზში გაიმართა პოეზიის საღამო
ცაგერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დარბაზში გაიმართა პოეზიის საღამო.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური, მხარდამჭერები- მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდობის ცენტრი".
საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცაგერის, ჩხუტელის, ლასურიაშის, ქვედა ცაგერის, ბარდნალის, დეხვირის, ზუბის, მახაშის, ღვირიშის, ლაილაშის, ორბელის, ლაჯანის, ნასპერის, ალპანის, ლაცორიის საჯარო სკოლების მოსწავლე- ახალგაზრდობამ.
მონაწილეებმა წაიკითხეს ლექსები ქართველი პოეტების შემოქმედებიდან.
ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა ქართველი კლასიკოსი მწერლების წიგნები.
პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგიური საზოგადოება და ახალგაზრდობა.


