სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანაში მიმდინარეობს წყალსადენის მოწყობის სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანაში მიმდინარეობს წყალსადენის მოწყობის სამუშაოები.
ალპანის წყალმომარაგება წლების მანძილზე ერთ-ერთი განსაკუთრებით პრობლემური საკითხი გახლდათ ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის.
ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალის და წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა
აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ ალპანაში 150 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ხარისხიანი სასმელი წყლით.
პროექტის ღირებულება 831 326 ლარია. გარდამავალია და 2025 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.


