სიახლეები
ცაგერის კულტურის ცენტრში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,რუსთავის" კონცერტი გაიმართა
ცაგერის კულტურის ცენტრში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,რუსთავის" კონცერტი გაიმართა.
ანსამბლი ახალი შემადგენლობითა და მრავალფეროვანი ქართული პროგრამით წარსდგა მაყურებლის წინაშე.
ანსამბლ “რუსთავის" კონცერტს ესწრებოდნენ ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ონისე ჩაკვეტაძე
ცაგერის კულტურის ცენტრში შთამბეჭადვი და სასიამოვნო მუსიკალური საღამო შედგა, რომელმაც დიდი აპლოდისმენტების თანხლებით ჩაიარა.
ღონისძიებების მხარდამჭერი გახლდათ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.


