სიახლეები

ლეჩხუმში რთველი აქტიურ ფაზაშია

ლეჩხუმში რთველი აქტიურ ფაზაშია
ამ ეტაპზე, 12 ოქტომბრის დილის მონაცემებით სულ გადამუშავებულია 860,348 კილოგრამი ყურძენი. აქედან ცოლიკაური- 640, 261 კგ; ტვიშის ცოლიკაური- 68,876 კგ; უსახელოური- 92, 883კგ; ოჯალეში- 29, 328 კგ. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალია ცოლიკაური- 750 ტონა; ოჯალეში- 100 ტონა; უსახელოური- 98 ტონა.
მოსავლის დაბინავების პროცესში 35-ზე მეტი კერძო კომპანიაა ჩართული.
აღსანიშნავია, რომ წელს ლეჩხუმში რთველი ისევე, როგორც რაჭაში ადრიანად დაიწყო, მოსავალზე ფასი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა და 1 კილოგრამ ცოლიკაურზე შეადგენს 5 ლარს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს ყურძნის ხარისხი გაცილებით მაღალია.
ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობიან სხვადასხვა მიმღებ პუნქტზე ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარების პროცესს, აქტიურ კომუნიკაციაში არიან, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან ისე კერძო კომპანიებთან.

სიახლეები