სიახლეები
15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ა/ა/იპ „ქალთა, ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის“ ცენტრმა ღონისძიება სახელწოდებით-„მთის ქალები“ გამართა
15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ა/ა/იპ „ქალთა, ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის“ ცენტრმა ღონისძიება სახელწოდებით-„მთის ქალები“ გამართა
ღონისძიებაზე 15 ქალბატონი თავიანთი შემოქმედებით (სიმღერა, დეკლამაცია, ხატვა, ხელსაქმე, ქარგვა და სხვ) წარდგა საზოგადოების წინაშე. ისინი სხვადასხვა პროფესიას ემსახურებიან, მაგრამ მათ ერთი მთავარი საქმე -დაუღალავი შრომა, სულიერი სიმტკიცე, ყოველდღიური ღვაწლი , თავდადება , ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნება და სირთულეებთან გამკლავება აერთიანებთ.
პროექტის „მთის ქალების“ ავტორები გახლდნენ ცენტრის დირექტორი მარინე სვანიძე და მოადგილე იზა ხეცურიანი .
საღამოს ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა-ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, საკრებულოს გენდერული საბჭო, ლეჩხუმელი ბიზნესმენი სერგო ხაბულიანი, მცირე მეწარმე ქალები, ა/ა/იპების ხელმძღვანელები და სხვები.
პროეტის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სხვადასხვა პრიზებით, მათ შორის 2022 წლის პროექტის ,,ჩვენც გვემღერება“ მონაწილეებიც.
სოფლად მცხოვრებ ქალებს თავიანთი დღესასწაული პატარა მომღერლებმა თეკლე ახვლედიანმა და საბა მურცხვალაძემ მიულოცეს.
საღამოს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე , გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მარიკა კოპალიანი, ხონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი ედუარდ გეგუჩაძე, მუსიკოსი ერეკლე დიდია, ნუკრი კარკაძე-მუსიკოსი, არაერთი ცნობილი სიმღერისა და მელოდიის ავტორი, პოეტი, ფილოლოგიის დოქტორი, ფილოლოგ-კლასიკოსი და 2024 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულის სპეციალური პრიზის მფლობელი.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის და 2024 წლის პროექტების ყველა მონაწილე ექსკურიით დააჯილდოა.


