სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში დაიწყო სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში დაიწყო სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი.
ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რის შემდეგაც საავტომობილო გზაზე მოეწყობა რკინა-ბეტონის საფარი.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 270 273 ლარია.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2025 წლის სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.


