სიახლეები

ცაგერის სპორტის სასახლეში გაიმართა სახელოვანი მოჭიდავის,, ალუდა სილაგაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში”

ცაგერის სპორტის სასახლეში გაიმართა სახელოვანი მოჭიდავის,, ალუდა სილაგაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში”.
ალუდა სილაგაძე გახლავთ საქართველოს ორგზის ჩემპიონი, თბილისის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი, მსოფლიო პრიზიორი ვეტერანთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცაგერის, ამბროლაურის, ონის, ქუთაისის, სამტრედიის, ზუგდიდის და თბილისის გუნდებმა.
შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის გუნდმა (დირექტორი კობა ქომეთიანი, მწვრთნელები მამუკა მახარობლიძე, თორნიკე ბურჯალიანი), რომელიც ლაჯანურის ხეობის სოფლების ჭაბუკი მოჭიდავეებით იყო დაკომპლექტებული.
მათ მიერ მოპოვებული იქნა 5 პირველი, 3 მეორე და 5 მესამე ადგილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა საჭიდაო ხალიჩა, რომელიც ლაჯანის სკოლა-ინტერნატის სპორტულ დარბაზში განთავსდება, სადაც ფუნქციონირებს თავისუფალი ჭიდაობის სექცია.
შეჯიბრებაში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებს გადაეცათ შესაბამისი სინჯის მედლები, თასები, სპორტული საჭიდაო ფორმები და დიპლომები.
ღონისძიებას ემსახურებოდა ჭიდაობის ფედერაციის მსაჯთა ბრიგადა, ოლიმპიური კატეგორიის არბიტრები მიხეილ გრძელიძე და რუსლან დარსანია, ეროვნული კატეგორიის არბიტრები გურამ აბაშიძე და კახა გოგლიშვილი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ საპატიო სტუმრები, ბექა ლომთაძე - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ლაშა ლომთაძე - ევროპის პრიზიორი, გიორგი ირემაძე - მსოფლიოს პრიზიორი, თეიმურაზ მურღულია - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, დამსახურებული მწვრთნელები: კობა ახვლედიანი, რამაზ ჩაჩხიანი და ვეფხია სტურუა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილე- ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი, განათლების,კულტურის ,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ცაგერის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდიან ღონისძიებაში მონაწილე ყველა პირს და მის მხარდამჭერებს აქტიური ჩართულობისათვის. მსგავსი სახის აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას.

სიახლეები