სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ლასურიაში-დეხვირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი
ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ლასურიაში-დეხვირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.
შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაზე მოეწყობა არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა, ლასურიაშის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში თამაზ ჭაბუკიანმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 643 377 ლარია.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2025 წლის მარტში უნდა დასრულდეს.


