სიახლეები

ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს დაშნიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს დაშნიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამ საავტომობილო გზით ხორციელდება საპროექტო უბანში მცხოვრები მოსახლეობის დაკავშირება ცენტრალურ საავტომობილო გზასთან .აღნიშნული გზის მონაკვეთი, რთული რელიეფიდან გამომდინარე, წლების მანძილზე დაზიანებული იყო და გადაადგილების პრობლემას უქმნიდა დაშნიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრნენ პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 90 000 ლარია.
სამუშაოები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სიახლეები