სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი მეწარმეები და კონტრაქტორ კომპანია შ.პ.ს. ,,ჯეოექსპერტის" წარმომადგენლები, აღნიშნული კომპანია მიმდინარე წელს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე, დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არსებული მდგომარეობა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხსა და ვადებზე.