სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშში დაიწყო სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშში დაიწყო სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების, რკინა- ბეტონის საფარის მოწყობა.
აგრეთვე, გათვალისწინებულია ჭიშკრებთან მისასვლელების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 640 539 ლარია.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.


