სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
სკოლაში ეწყობა განახლებული სასწავლო სივრცეები, შენობაში განთავსდება სველი წერტილები, მოეწყობა ჰიგიენური დანიშნულების ოთახები, ლიფტი, შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტების, კომფორტული, სრულად ადაპტირებული შშმ პირებზე,
ჩატარდება სკოლის ეზოს სრული რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა წიფერჩის თემში-მამუკა ხაბულიანმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 3 211 390 ლარი.
აღნიშნულ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.