სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა თანამშრომლებს მერის პირველი მოადგილე- ვასილ საღინაძე წარუდგინა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა თანამშრომლებს მერის პირველი მოადგილე- ვასილ საღინაძე წარუდგინა.
ვასილ საღინაძე ლეჩხუმელია, იგი აფხაზეთში დაიბადა და ცაგერში გაიზარდა, განათლება კი თბილისში მიიღო სამედიცინო და ბიზნესის მიმართულებით, ასევე, დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი.
ვასილ საღინაძეს სხვადასხვა სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის, წლების მანძილზე მუშაობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის თანაშემწედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
წარდგენას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-მარიკა კოპალიანი.
წარმატებებს ვუსურვებთ ვასილ საღინაძეს მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე!

სიახლეები