სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორენიშში ფოლკლორული ფესტივალი - ,,მივიწყებული ლეჩხუმური სიმღერების კვალდაკვალ" - შედგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორენიშში ფოლკლორული ფესტივალი - ,,მივიწყებული ლეჩხუმური სიმღერების კვალდაკვალ" - შედგა.
ფესტივალის ორგანიზატორები გახლდნენ ეთნომუსიკოლოგები- ქეთევან ბაიაშვილი და რუსუდან ჩიტაური.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ანსამბლები - წყალტუბოს ფოლკლორული ანსამბლი "ნადური"(ხელმძღვანელი ირაკლი შენგელია), ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ფოლკლორული ანსამბლი "მთიები"
(ხელმძღვანელი მაგდა კევლიშვილი), თბილისის ხალხურ საკრავთა მუზეუმის ფოლკლორული ანსამბლი "მჭელი"
(ხელმძღვანელი ქეთევან ბაიაშვილი) და ცაგერის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ლეჩხუმი"(ხელმძღვანელი ზურაბ ჩანქსელიანი).
ფესტივალი ღია ცის ქვეშ, ,,ქორენიშულ ვერანდაზე", ლეგენდარული ხვამლის მთის ხედზე, ბუნებრივ სცენაზე ჩატარდა. ღონისძიებას ლევან ხმელიძე ოჯახთან ერთად მასპინძლობდა.
ფესტივალის ბოლოს ანსამბლებს გადაეცათ ლეჩხუმური სიმღერების კრებული.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და მერის წარმომადგენელი ტვიშის თემში ირაკლი მიქაუტაძე.
წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ ხელოვანებს და ,,ქორენიშულ ვერანდას", მის დამფუძნებელს ლეჩხუმის პოპულარიზაციისთვის გაწეულ საქმიანობაში.

სიახლეები