სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს დეხვირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი
ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს დეხვირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.
შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაზე მოეწყობა არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ ონისე ჩაკვეტაძემ.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 643 377 ლარია.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2025 წლის მარტში უნდა დასრულდეს.