სიახლეები
ცაგერის მიუზიკლების თეატრმა ლენტეხის ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრში სპექტაკლის ჩვენება გაიმართა
ცაგერის მიუზიკლების თეატრმა ლენტეხის ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრში სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.
ცაგერის საბავშვო მიუზიკლების თეატრი სპექტაკლით-,,ჭინჭრაქა" წარსდგა ლენტეხელი მაყურებლის წინაშე.
სპექტაკლის რეჟისორია ცაგერის კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე.
პატარა მსახიობებმა დახვეწილი არტისტული სანახაობა შესთავაზეს მაყურებელს, მხიარულება შეიტანეს დარბაზში და დიდი აპლოდისმენტები
დაიმსახურეს.
რამდენიმე დღით ადრე მიუზიკლების თეატრი ლეჩხუმელი მაყურებლის წინაშე წარსდგა კიდევ ერთხელ და ამჯერად სკოლების მოსწავლეებს აჩუქა დაუვიწყარი სანახაობა.
მიუზიკლს ცაგერსა და ლენტეხში ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, ლენტეხის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი მედიკო ხვისტანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.