სიახლეები
სამუშაო შეხვედრა პიარებთან
სამუშაო შეხვედრა პიარებთან
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის- ქრისტინა კობახიძის ხელმძღვანელობით, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მერიების პიარებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ, მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები, რომლებიც აღნიშნულ სფეროს კურირებენ.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს, აღნიშნულ სფეროში, არსებული პრობლემური საკითხები და გამოწვევები, იმსჯელეს იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებიც შესაბამის ჩართულობას საჭიროებს. დაიგეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები, ასევე დაისახა მომავალი კვირის სამუშაო გეგმა.
‘’უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, გაწეული სამუშაოსთვის. საზოგადოების ინფორმირების კუთხით თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიური და გუნდური მუშაობისკენ, ვინაიდან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში არ არსებობს ადგილობრივი მედია და მოსახლეობის ინფორმირების მთავარ წყაროს წარმოადგენს სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების სამთავრობო ფეისბუქ გვერდები მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროცესები გაშუქდეს ინტენსიურ რეჟიმში და რაც მთავარია დროულად, ასევე დროული რეაგირება უნდა მოხდეს ყველა იმ მომართვაზე და შეკითხვაზე რაც ჩვენი მოსახლეობის მხრიდან განხორციელდება.’’ აღნიშნა ქრისტინა კობახიძემ.


