სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ზოგიში-ცაგერას სასოფლო გზის მეორე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ზოგიში-ცაგერას სასოფლო გზის მეორე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გზაზე შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა ბეტონის საფარი.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველმა მოადგილემ-ვასილ საღინაძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 877778 ლარია.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.პროექტი გარდამავალია და 2026 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

სიახლეები