სიახლეები

რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე ხელმძღვანელობდა.
ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტების მიმდინარეობაზე და აღნიშნეს, რომ აქტიური სამუშაოები ხორციელდება, როგორც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილ, ისე სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
,,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მიმდინარე წელს სხვადასხვა ფონდებიდან 80 902 246 მილიონი ლარის 650- მდე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას მაქსიმალურად გაკონტროლდეს ხარისხი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები. ამის პარალელურად საჭიროა მოსახლეობასთან მაქსიმალური კოორდინაცია, პრობლემების დეტალური შესწავლა და მათ გადასაწყვეტად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი რეგიონის წარმატება დამოკიდებულია თითოეული თანამშრომლის აქტიურობასა და დეტალებისადმი პასუხისმგებლურ დამოკიდებულებაზე." - აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ბერდია ჩანქსელიანი და ალუდა თუთისანი ესწრებოდნენ.

სიახლეები