სიახლეები
რეგიონში, წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რეგიონში, წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტებიდან კულტურის სამსახურის უფროსები და მერების მოადგილეები, რომლებიც აღნიშნულ სფეროს კურირებენ.
შეხვედრაზე დაიგეგმა წინასაახალწლოდ განსახორციელებელი სხვადასხვა სახის აქტივობები და ღონისძიებები. საუბარი შეეხო კულტურული ღონისძიებების კიდევ უფრო გააქტიურებას და ახალგაზრდების საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის ინიციატივების განხორციელებასაც.
სამუშაო შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის მოადგილეებთან, ალუდა თუთისანთან და ბერდია ჩანქსელიანთან ერთად ხელმძღვანელობდა.
გაცნობებთ, რომ უახლოეს პერიოდში დაზუსტდება საახალწლო ღონისძიებებისა და მუნიციპალიტეტებში ნაძვის ხეების საზეიმოდ ანთების ცერემონიების ზუსტი თარიღები, რასაც გაცნობებთ.


