სიახლეები

ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველ მოადგილესთან-ვასილ საღინაძესთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, გაეცნენ სოფლებში არსებულ საჭიროებებს და გამოწვევებს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა კონკრეტული დავალებები გასცეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

სიახლეები