სიახლეები

ქალაქ ქუთაისში ჩატარდა მურად დოხტურაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

ქალაქ ქუთაისში ჩატარდა მურად დოხტურაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
ცაგერის სასპორტო სკოლასთან არსებული გუნდის-,,თაკვერის" მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს.ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დათო ჩიკვაიძემ.
ასპარეზობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების გუნდებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მოლდავეთის, აზერბაიჯანის,სომხეთის გუნდებმა.
წარმატებებს ვუსურვებთ ნორჩ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს-მალხაზ მახარობლიძეს და თორნიკე ბურჯალიანს.

სიახლეები