სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ორხვში, ცალკეულ უბნებში, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ორხვში, ცალკეულ უბნებში, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
გზაზე შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა რკინა- ბეტონის საფარი.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველმა მოადგილემ-ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 464 000 ლარია.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2025 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.


