სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალი ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალი ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,support georgia" -სა და სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის- ქრისტინა კობახიძის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ბაღების სტრატეგიული გეგმების საჭიროება და ამ მხრივ გასატარებელი ღონისძიებები, აგრეთვე იმსჯელეს ავტორიზაციის გავლასთან დაკავშირებით საჭირო პროცედურებზე და ყველა იმ მნიშვნელოვან ტრენინგ კურსებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში ბაღების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის დაიგეგმება.
სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ- ქრისტინა კობახიძემ გამოთქვა მზაობა და ჩართულობა ბაღების სტრატეგიული გეგმების შემუშავების პროცესში, ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა მიმართულებით ბაღების ადმინისტრაციის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია საჭირო ტრენინგების ჩატარება, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება.
სამუშაო შეხვდრას რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების ის მოადგილეები ესწრებოდნენ, რომლებიც აღნიშნულ მიმართულებას კურირებენ.


