სიახლეები
მომავალი წელს, რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მომავალი წელს, რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სამუშაო შეხვედრა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ონლაინ რეჟიმში შედგა და მასში მონაწილეობდნენ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რწმუნებულის მოადგილეები.
ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, პროექტების შერჩევა, მოსახლეობის მხრიდან წამოსული საჭიროებების მიხედვით განხორციელდა.
მხარის მასშტაბით პრიორიტეტულ მიმართულებებს, კვლავ წარმოადგენს:
წყალმომარაგება;
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
საკანალიზაციო ქსელების მოწყობა;
სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა;
ტურისტული ლოკაციებისა და მრავალფუნქციური ცენტრების მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
,,მოგეხსენებათ, რომ რეგიონში, ცენტრალური ხელისუფლება, როგორც დამოუკიდებლად, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტების თანამონაწილეობით, არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს - ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამუშაოების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე, ყურადღება გამახვილდეს პროექტების ეფექტურად და შესაბამის ვადებში დასრულებაზე. სამუშაოებს აქტიურ მონიტორინგს გაუწევს სამხარეო ადმინისტრაცია და პირადად ჩემი ჩართულობით, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ადგილზე გავეცნობით პროცესის მიმდინარეობას და გამოვლენილ საჭიროებებს.“ - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ.


