სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სურმუშში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სურმუშში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი.
გზაზე შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა ბეტონის საფარი, ასევე,მოეწყობა საყრდენი კედლები, ეზოებთან მისასვლელები
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველმა მოადგილემ-ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 464 228 ლარია.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

სიახლეები