სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში დასრულების პროცესშია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში დასრულების პროცესშია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები.
შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 64 770 ლარს.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის სოფლებში ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
ქვედა ცაგერში სპორტული მოედნის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის გათვლისწინებით ხორციელდება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.


