სიახლეები

მოხალისეთა ორგანიზაცია “ვემსახურები საქართველოს” წარმომადგენლებმა, რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს

მოხალისეთა ორგანიზაცია “ვემსახურები საქართველოს” წარმომადგენლებმა, რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში წარადგინეს პრეზენტაციები, რომლებსაც მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტებიდან ყველა შესაბამისი პირი ესწრებოდა.
შეხვედრის მიზანს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ ‘’ვემსახურები საქართველოს’’ წარმომადგენლებს ადმინისტრაციაშიც უმასპინძლა, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და ინიციატივებს. პაპუნა მარგველიძემ გამოხატა მზადყოფნა თანამშრომლობისთვის.

სიახლეები