სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგი მოინახულეს

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-მარიკა კოპალიანი, ოჯახში ესტუმრნენ ქალბატონ ჟენია ბობოხიძეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ჟენია ბობოხიძე ცაგერის სამუსიკო სკოლის პედაგოგია, იგი მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ, 1966 წლიდან მუშაობს მშობლიურ ქალაქში მუსიკის პედაგოგად.
ღვაწლმოსილ პედაგოგს მრავალი თაობა ჰყავს აღზრდილი, ბევრ ახალგაზრდას დაეხმარა მუსიკალური განათლების მიღებაში.
ღირსეული დედა,ბებია დღესაც ახალგაზრდული შემართებით აგრძელებს თავის პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას.ქალბატონი ჟენია დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ლეჩხუმის საზოგადოებაში.
დღეგრძელობას და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ ღირსეულ ლეჩხუმელ ქალბატონს.

სიახლეები