სიახლეები

ცაგერის კულტურის ცენტრში შედგა საბავშვო მიუზიკლების თეატრის პრემიერა ,,სათაგური"

2 ივლისს ცაგერის კულტურის ცენტრში შედგა საბავშვო მიუზიკლების თეატრის პრემიერა ,,სათაგური",რომლის სცენარის ავტორი,დამდგმელი რეჟისორი,ქორეოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელი გახლავთ კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე,მხატვარი-ნუგზარ კოპალიანი.მიუზიკლში მონაწილეობდნენ ლეჩხუმელი მოზარდები.
აღსანიშნავია,რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შექმნილი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, პრემიერას ესწრებოდა სახალხო და მიუზიკლების თეატრის რეჟისორი ზურა ძნელაძე,რომელიც მაყურებელმა მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
დასასრულს, ქალბატონ დარეჯან საღინაძეს კულტურის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის საქართველოს ქალთა საბჭოსგან გადაეცა საპატიო სიგელი.სიგელი გადასცა გენდერული თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინე სვანიძემ.
სპექტაკლს ლეჩხუმის საზოგადოებასთან,მომავალ თაობასთან ერთად ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი.

სიახლეები