სიახლეები
ნიკა ქომეთიანი მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია!
ნიკა ქომეთიანი მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია!
ქალაქ ვილნიუსში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი უკრაინულ ეროვნულ ჭიდაობაში.
90 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა ლეჩხუმელმა ნიკა ქომეთიანმა.
ნიკა ზედიზედ სამი მოგების შემდეგ, ფინალური შეხვედრის დაძაბულ ბრძოლაში, უკრაინელ მოჭიდავესთან დამარცხდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ვულოცავთ ნიკას ამ დიდ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ!