სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან-ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან-ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს 2025 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი, მერიის სამსახურებში არსებული მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროებში განსახორციელებელი აქტივობები, მზადყოფნა ზამთრის სეზონისთვის.
თათბირზე ისაუბრეს დაგეგმილ კულტურულ აქტივობებზე, განიხილეს, აგრეთვე, სოციალური და სპორტული პროექტები, იმსჯელეს მიმდინარე პროექტების განხორციელების ხარისხზე.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაისახა უახლოეს დღეებში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი აქტივობები.