სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2024 წლის 25 დეკემბერ საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

  სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.

მიღებულ იქნა დადგენილებები:

  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ.     
  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 02 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  •   „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის № 28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მიღებულ იქნა განკარგულებები :

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025-2028 წლების  პრიორიტეტების დოკუმენტის  შესახებ.   
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით ქ. ცაგერის და სოფელ ქვ. ცაგერის მოსახლეობის წყლის გადასახადის სუბსიდირების შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2025 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.


სიახლეები