სიახლეები
ბარბარობის დღესასწაულს გილოცავთ!
ბარბარობის დღესასწაულს გილოცავთ!
ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ბარბარობის სადღესასწაულო წირვა აღავლინა დეკანოზმა გიორგიმ( მდივანი).
სადღესასწაულო წირვას მრევლთან ერთად ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი და მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად მიიჩნევა. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.
წმინდა ბარბარეს მადლი ფარავდეს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს!


